საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№ 019/29-01

10.09.2024 წ.

ქ. თბილისი

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტის და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2024 წლის 8 აგვისტოს #14 ოქმის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2024 წლის 8 აგვისტოს #14 ოქმის მე-8 საკითხით, ფაკულტეტის ადმინისტრაციისადმი გაცემული დავალების შესრულების მიზნით, დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე, ფაკულტეტის დეკანი, კომისიის თავმჯდომარე

ბ) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, კომისიის წევრი

გ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, კომისიის წევრი

დ) პროფესორი ლევან საბაური, კომისიის წევრი

ე) პროფესორი მირიან ტუხაშვილი, კომისიის წევრი

ვ) პროფესორი თემურ შენგელია, კომისიის წევრი

ზ) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი

თ) დავით მახვილაძე, კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში, კომისიის წევრი

2.  დაევალოს კომისიას, მოამზადოს დასკვნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2024 წლის 8 აგვისტოს #14 ოქმის მე-8 საკითხით გათვალისწინებული სტატიის ავტორების აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხზე.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 

ფაკულტეტის დეკანი         პროფესორი                    გიორგი ღაღანიძე